რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ-ის და გერმანიის მიერ უკრაინისთვის ტანკების გაგზავნა სარისკოა და სარგებელს აძლევს იარაღით მოვაჭრეებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ-ის და გერმანიის მიერ უკრაინისთვის ტანკების გაგზავნა სარისკოა და სარგებელს აძლევს იარაღით მოვაჭრეებს

აშშ-ისა და გერმანიის მიერ უკრაინისთვის ტანკების გაგზავნა სარისკოა და სარგებელს აძლევს იარაღით მოვაჭრეებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, მშვიდობის მისაღწევად ანკარა ევროპისგან და მსოფლიოსგან დახმარებას ელოდება.

„ჩვენ გვაქვს შეხვედრები ორივე ლიდერთან. არცერთი ევროპული ქვეყანა არ ყოფილა ჩვენზე გაბედული ინიციატივაში. ჩვენ გავხდით მარცვლეულის დერეფნის, პატიმრების გაცვლისა და ჰუმანიტარული დახმარების გადაწყვეტის ნაწილი. ჩვენ ველით მხარდაჭერას ევროპასა და მსოფლიოში მშვიდობისთვის. მოლაპარაკებები გრძელდება. არის თუ არა გამოსავალი აშშ-სა და გერმანიის მიერ ტანკების გაგზავნა? ვერ ვიტყვი, რომ ეს არის გამოსავალი. ეს სარისკოა და სარგებელს აძლევს იარაღით მოვაჭრეებს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.