რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ-ის ახალი სანქციები არის მცდელობა, რომ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრია დამოუკიდებელი არ იყოს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - აშშ-ის ახალი სანქციები არის მცდელობა, რომ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრია დამოუკიდებელი არ იყოს

აშშ-ის ახალი სანქციები არის მცდელობა, რომ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრია დამოკიდებული გახდეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, აშშ-ის მიერ თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები „აშკარა შეტევაა“ თურქეთის უფლებებზე, რომ იყოს სუვერენული.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთი არის ნატო-ს წევრი პირველი ქვეყანა, რომელსაც დაეკისრა აშშ-ის შეზღუდვები „სანქციების საშუალებით ამერიკის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ მოქმედების“(CAATSA) მექანიზმით, რაც მსგავსი სახით სხვა არც ერთი ქვეყნის მიმართ არ დაწესებულა.

„ჩვენ ორმაგად ვიმუშავებთ ძლიერად, რომ თავდაცვის ინდუსტრია გავაუმჯობესოთ და სრულად დამოუკიდებელი გავხადოთ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

აშშ-ის სანქციები თურქეთის მიერ რუსეთის სარაკეტო თავდაცვის სისტემის, „ეს 400“-ის შესყიდვისთვის დაწესდა.