რეჯეფ თაიფ ერდოღანი - არავის შეუძლია, რომ აფრინში თურქეთის ძალას აღუდგეს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - არავის შეუძლია, რომ აფრინში თურქეთის ძალას აღუდგეს

არავის შეუძლია, აფრინში თურქეთის ძალას აღუდგეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თუ რომელიმე ძალა ან სახელმწიფო სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ შეფერხებას შეეცდება, მკაცრ პასუხს მიიღებს.

„ტერორისტებთან ბრძოლის დროს თურქეთს რაიმე სახის კონსულტაციები არ სჭირდება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ სირიის ჩრდილოეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში თურქეთის პოლიციისა და ჟანდარმერიის სპეცრაზმები ჩაერთვნენ. სპეციალური ძალები ქალაქების, რაჯუსა და ჯინდერესის მახლობლად განთავსდნენ და ოპერაციებს როგორც სოფლებში, ასევე სირიის ქალაქებშიც ჩაატარებენ.