რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ანკარა საელჩოს აღმოსავლეთ იერუსალიმში გახსნის
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ანკარა საელჩოს აღმოსავლეთ იერუსალიმში გახსნის

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ანკარა საკუთარ საელჩოს იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში გახსნის.

როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მმართველი პარტიის მხარდამჭერებთან შეკრებაზე განაცხადა, თურქეთმა უკვე აღიარა აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქად.

„ჩვენ უკვე ვაღიარეთ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქად, თუმცა არც საელჩოს გახსნის შესაძლებლობა არ გვქონია, რადგან იერუსალიმი ახლა ოკუპირებულია. ამჟამად პალესტინაში ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილია გენერალური საკონსულოთი, რომელსაც ელჩი ხელმძღვანელობს. ჩვენ ფაქტობრივად შევასრულეთ ეს ამოცანა. უახლოეს დღეებში გავხსნით საელჩოსაც“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

შეგახსნებთ, რომ 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომელშიც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. ეს ნაბიჯი თურქეთის ხელისუფლებამ მკაცრად დაგმო.