რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის გაგრძელება არავის ინტერესებშია და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის გაგრძელება არავის ინტერესებშია და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ერდოღანმა სტამბოლში, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებთან შეხვედრისას განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სამართლიან მშვიდობას არ ეყოლება წაგებულები. როგორც თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, დღევანდელ მოლაპარაკებებზე პროგრესის მიღწევა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვდრის შესაძლებლობას დაუდებს საფუძველს.
ამასთან, ერდოღანმა მზადყოფნა გამოთქვა, უმასპინძლოს ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას.
დელეგაციებთან შეხვედრისას ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთმა გამოავლინა სამართლიანი მიდგომა, რომელიც იცავს ორივე მხარის უფლებებს, კანონებსა და გრძნობებს ყველა საერთაშორისო მოედანზე.
„როგორც ქვეყანამ, რომელმაც გადაიტანა ბევრი ტანჯვა თავის რეგიონში, ჩვენ ვმუშაობდით და ვცდილობდით, თავიდან აგვეცილებინა მსგავსი სურათის გამეორება შავი ზღვის ჩრდილოეთით“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ზელენსკისა და პუტინს ღირებული მეგობრები უწოდა. მან მიმართა ორივე ქვეყნის დელეგაციებს და განაცხადა, რომ ორივე მხარეს აქვთ ლეგიტიმური შეშფოთებები, თუმცა ახლა დადგა დრო, რომ მოლაპარაკებებმა კონკრეტული შედეგები გამოიღოს.