რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთს ახალი მიგრაციული ტალღის მიღების შესაძლებლობა არ აქვს
თურქეთისა და გერმანიის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
სატელეფონო საუბრისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ავღანეთთან და მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
როგორც მედია წერს, საუბრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთს არ აქვს ახალი მიგრაციული ტალღის გამკლავების შესაძლებლობა.