რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ყველგან, მათ შორის კავკასიაში, ჩაგრულთა მხარეს დგას
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი მსოფლიოში ყველგან, მათ შორის კავკასიაში, ჩაგრულთა მხარეს დგას.
თურქეთის ლიდერის განცხადებას სააგენტო „როიტრი“ ავრცელებს.
„ჩვენ დღედაღამ მივისწრაფით იმისკენ, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს გლობალურ დღის წესრიგში. ჩვენ ვდგავართ ჩაგრულთა გვერდით ყველგან, სირიიდან ლიბიამდე, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვიდან კავკასიამდე“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.