რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი სოციალური ქსელების ზეწოლას არ დაემორჩილება
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი არ დაემორჩილება სოციალური ქსელების ზეწოლას. ეს განცხადება თურქეთის ლიდერმა პრეზიდენტის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ახალ გამოწვევას და რისკებს აჩენს. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, „თურქეთი აპირებს განამტკიცოს შეტყობინებების გაცვლის ეროვნული ინფრასტრუქტურის მდგრადობა“.
მან ასევე ისაუბრა მიკრობლოგ „ტვიტერის“ ხელმძღვანელების გადაწყვეტილებაზე, წაშალონ ქსელიდან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ანგარიში.
„ჩვენ ვერ შევურიგდებით დემოკრატიაზე და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმას, მაგრამ ასევე ვერ მივიღებთ ადამიანების საკომუნიკაციო არხების კანონიერი საფუძვლების გარეშე დახშობას“, – განაცხადა ერდოღანმა.