რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი გააკეთებს ყველაფერს ისრაელის „ბარბაროსი“ პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის დასაყენებლად
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მისი ქვეყანა გააკეთებს ყველაფერს ისრაელის „ბარბაროსი“ პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობის დასაყენებლად.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეხმაურება რაფაჰზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს, რასაც, ბოლო მონაცემებით, 45 ადამიანი ემსხვერპლა.
„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პასუხისგებაში მივცეთ ეს ბარბაროსები და მკვლელები, რომელთაც ჰუმანურობასთან საერთო არაფერი აქვთ“, – განაცხადა ერდოღანმა.