რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტისთვის ემზადება
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტისთვის ემზადება.
„თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ვიზიტის თარიღის დადგენაზე. ვფიქრობ, ნეთანიაჰუს ვიზიტი თურქეთში ოქტომბერში ან ნოემბერში განხორციელდება“, – განაცხადა ერდოღანმა.
ნეთანიაჰუ თურქეთში ივლისის ბოლოს უნდა ჩასულიყო, მაგრამ ვიზიტი გადაიდო, რადგან ისრაელის პრემიერ-მინისტრს დაუგეგმავი ოპერაცია ჩაუტარდა.
ამასთან, ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელში ნეთანიაჰუს თურქეთში ვიზიტის შემდეგ გაემგზავრება.
„ჩვენ ბევრ სფეროში ვთანამშრომლობთ ისრაელთან და ფაქტია, რომ არის თანამშრომლობის ახალი სფეროები. ყველასთვის ცნობილია, რომ ისრაელი ცდილობს თავისი რესურსების ევროპაში ტრანსპორტირებას. ყველაზე რაციონალური მარშრუტი არის ამ რესურსების ევროპაში შეტანა თურქეთის გავლით“, – აღნიშნა ერდოღანმა.