რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ შეთანხმებულ ზონაში ტერორისტული თავდასხმები თუ იქნება, ანკარა ოპერაციას გააგრძელებს
შეთანხმებულ ზონაში ტერორისტული თავდასხმები თუ გაგრძელდება, ანკარა სირიაში ოპერაციას განაგრძობს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თურქეთი სამხედრო ოპერაციას ყოველთვის უკიდურეს ზომად განიხილავდა. პრეზიდენტის განცხადებით, „მშვიდობის წყაროს“ სამხედრო ოპერაციას შვიდი თურქი სამხედრო ემსხვერპლა, მათი მოკავშირე სირიის ოპოზიციური არმიიდან კი, დანაკარგმა 96 ადამიანი შეადგინა.
„ჩვენ კონტროლი მოვიპოვეთ 4 220 კვადრატულ კილომეტრზე. ახლა 444 კილომეტრის სიგრძის ზონიდან 120 კილომეტრს ჩვენ ვაკონტროლებთ, დანარჩენს კი, რუსეთთან ერთად“, – განმარტავს ერდოღანი.