თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თუ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას მიანიჭებენ, მასზე უარს იტყვის.
ამ კომენტარით თურქეთის პრეზიდენტმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ მოიქცევა, თუ მას ნობელის პრემიას გადასცემენ.
„ნობელის კომიტეტმა საკუთარი თავი ამოწურა, არის პოლიტიკურად მოტივირებული და იდეოლოგიური ორგანიზაცია“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
შეგახსენებთ, მანამდე ანკარამ ავსტრიელი მწერლისთვის, პეტერ ჰანდკესთვის ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გადაცემა გააკრიტიკა. თურქეთის ხელისუფლების უკმაყოფილების მიზეზი სრებრენიცას მოვლენებისადმი მწერლის დამოკიდებულება და სერბეთის ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩისადმი მისი სიმპათია გახდა.