რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ შავ ზღვაში დამატებით 58 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია აღმოჩენილი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ შავ ზღვაში დამატებით 58 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია აღმოჩენილი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შავ ზღვაში დამატებით 58 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია აღმოჩენილი.

„აღმოჩენილია 58 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის რეზერვი, 3023 მეტრის სიღრმეში, Caycuma 1 ბლოკში“,- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავ ზღვაში თურქეთის ბუნებრივი აირის მარაგი 710 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რომლის საბაზრო ღირებულება ერთი ტრილიონი დოლარია. ერდოღანის თქმით, ქვეყნის საბოლოო მიზანია, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს ენერგოდამოუკიდებლობას.