რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან საუბარს გეგმავს, რათა ისინი სტამბოლში პირისპირ შეხვედრაზე დაითანხმოს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ შეძლებს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატმბოლში შეხვედრაზე დათანხმებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, მომდევნო 48 საათში აპირებს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბრის გამართვას, რათა ისინი სტამბოლში პირისპირ შეხვედრაზე დაითანხმოს.
„შედეგები პოზიტიურია. ისეთი არ არის, როგორსაც ველოდით, მაგრამ იქნება უკეთესი. ვიმედოვნებ, ისინი მიიღებენ ჩვენს მოწვევას და შევძლებთ, შევახვედროთ სტამბოლში“, – განაცხადა ერდოღანმა.