რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ რეგიონული მშვიდობის მისაღწევად შესაძლოა, თურქეთის, რუსეთისა და სირიის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართოს
რეგიონული მშვიდობის მისაღწევად შესაძლოა, თურქეთის, რუსეთისა და სირიის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია შევხვდეთ, როგორც რუსეთის, თურქეთისა და სირიის ლიდერები. ასე რომ, ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, მოსკოვში თურქეთის, რუსეთის, სირიის თავდაცვის მინისტრებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა, ასევე სამმხრივ ფორმატში ერთმანეთს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან.
ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ მხარეებს შორის მეორე შეხვედრა შესაძლოა, იანვრის შუა რიცხვებში გაიმართოს.