რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ქურთების მეამბოხე ძალები, უცხოეთის მხარდაჭერით, დგამენ ნაბიჯებს სირიის დასაყოფად
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქურთების მეამბოხე ძალები, უცხოეთის მხარდაჭერით, დგამენ ნაბიჯებს სირიის დასაყოფად და მათგან ამ ქვეყნის გათავისუფლება სირიელ ხალხს სარგებელს მოუტანს.
ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა განცხადება თეირანში, ირანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთობლივ შეხვედრაზე გააკეთა.
ერდოღანის თქმით, ხედავს, რომ რუსეთსა და ირანს ესმით თურქეთის უსაფრთხოების პრობლემები, მაგრამ მხოლოდ „სიტყვები საკმარისი არ არის“. თურქმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ანკარას ბრძოლა ქურთული ძალების წინააღმდეგ გაგრძელდება იმის მიუხედავად, თუ ვინ დაუჭერს მხარს მას.