რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებაში შესაძლოა, რეგიონის სხვა ქვეყნებიც ჩაერთონ
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებაში შესაძლოა, რეგიონის სხვა ქვეყნებიც ჩაერთონ.
ეს საკითხი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან საუბარში განიხილა.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენ შეგვიძლია, ამ პროცესში მეოთხე და მეხუთე ქვეყენაც ჩავრთოთ, მათ შორის რეგიონის სახელმწიფოები“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთი და რუსეთი უკვე შეთანხმდნენ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მონიტორინგის ერთობლივი ცენტრის გახსნაზე.
თურქეთის პარლამენტმა მთიან ყარაბაღში თურქი სამხედრო დამკვირვებლების გაგზავნის ნებართვა გასულ კვირას გასცა.
რუსეთის პრეზიდენტმა, სოხმეთის პრემიერ მინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ნოემბრის დასაწყისში გააფორმეს. დოკუმენტი რეგიონში რუსი სამხედროების განთავსებას ითვალისწინებს.