რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ისრაელის ადმინისტრაციამ უნდა დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების გატარება რაფაჰის კარიბჭის გავლით
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ისრაელის ადმინისტრაციამ უნდა დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების გატარება რაფაჰის კარიბჭის გავლით.
„ჩვენ გავგზავნეთ ჰუმანიტარული დახმარების თვითმფრინავი, რომელიც დატვირთული იყო მედიკამენტებით, არამალფუჭებადი საკვებით, წყლით“, – აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობა განარძობს მზადებას რეგიონში ახალი დახმარების მასალის გასაგზავნად.
„ახლა ეგვიპტის მოძმე ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ღვთის ნებით, ჩვენ განვაგრძობთ ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას ღაზაში. ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ კონტაქტებს კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად, განსაკუთრებით, მძევლების გათავისუფლების მიზნით“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.