რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ გზავნილი, რომელსაც მსოფლიო მიიღებს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მისი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება. ამის შესახებ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, გზავნილი, რომელსაც მსოფლიო მათი შეხვედრის შემდეგ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე მიიღებს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
„ამ ვიზიტის დროს ყველას ყურადღება „მარცვლეულის დერეფნის“ საკითხისკენაა მიპყრობილი. ისინი ელოდებიან, რა გამოვა აქედან. გზავნილი, რომელსაც მიიღებს მსოფლიო ამ პრესკონფერენციის შემდეგ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ერდოღანმა.
ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა სოჭში მიმდინარეობს.