რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ დღეს ევროპა ძალიან არის დაინტერესებული თურქეთის გავლით გაზის მიწოდებით
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ დღეს ევროპა ძალიან არის დაინტერესებული თურქეთის გავლით გაზის მიწოდებით. ამის შესახებ ერდოღანმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თურქეთის ლიდერის თქმით, ენერგეტიკა ანკარასა და ბაქოს შორის დიალოგის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
„დღეს, განსაკუთრებით ევროპა, ძალიან არის დაინტერესებული თურქეთის გავლით გაზის მიწოდებით. ისინი მუდმივად მოგვმართავენ ჩვენ თხოვნებით. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს აუცილებელს ვაკეთებთ და გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ მიმართულებით“, – განაცხადა ერდოღანმა.
ამასთან, დღეს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელ კოლეგასთან შუა დერეფნით ტვირთების ტრანსპორტირების საკითხიც განიხილა, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ჩართვის კონტექსტში.
ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა ზანგეზურის დერეფნის საკითხის რაც შეიძლება მალე გადაწყვეტის მნიშვნელობას. მისი თქმით, აღნიშნული დერეფნის გახსნა თურქეთისა და აზერბაიჯანის კავშირებს გააძლიერებს.
ერდოღანმა და ალიევმა ასევე განათლების სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს და უახლოეს მომავალში თურქეთ-აზერბაიჯანის უნივერსიტეტის გახსნა დაანონსეს.