რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად, თურქეთს ისრაელთან ურთიერთობის შენარჩუნება სურს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად, თურქეთს სურს ისრაელთან შეინარჩუნოს ურთიერთგაგების საფუძველზე ჩამოყალიბებული ურთიერთობები. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ერდოღანმა თურქულ მედიასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კოალიცია ლიდერობს და როგორც ჩანს, ისრაელს ისტორიაში ყველაზე ულტრა-მემარჯვენე კოალიცია ეყოლება.
თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობების დათბობის ფარგლებში, 2008 წლის შემდეგ, ანკარას ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი წელს პირველად ეწვია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები 2010 წელს, მას შემდეგ დაიძაბა, რაც ღაზას სექტორში შესულ თურქულ ხომალდზე ისრაელის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას თურქეთის მოქალაქეები ემსხვერპლნენ.