რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში ჯო ბაიდენთან ითანამშრომლებს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში ჯო ბაიდენთან ითანამშრომლებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ითანამშრომლებს. ამის შესახებ ერდოღანმა „სიენენისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტი თქმით, ბაიდენის წასვლის შეთხვევაში ასევე ითანამშრომლებს ნებისმიერთან, ვინც მას ჩაანაცვლებს.

ერდოღანმა ასევე უპასუხა ჯო ბაიდენის კრიტიკას, რომელმაც მას „ავტოკრატი“ უწოდა.

„როგორ შეიძლება ის, ვინც მიდის არჩევნების მეორე ტურზე, იმის ნაცვლად, რომ პირველივე ტურში დაასრულოს არჩევნები, იყოს დიქტატორი? ეს არის რეალობა. ჩვენ გვაქვს ალიანსი 322 დეპუტატთან პარლამენტში. ამ ალიანსის ლიდერი გადის არჩევნების მეორე ტურში, რანაირი დიქტატურაა ეს?“ – აღნიშნა ერდოღანმა.

ამასთან, თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ თურქეთს აქვს განსაკუთრებული და მზარდი ურთიერთობა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.

„ჩვენ არ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ დავუწესებთ რუსეთს სანქციებს, როგორც დასავლეთმა გააკეთა. არ ვართ შებოჭილი დასავლეთის სანქციებით. ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო და გვაქვს პოზიტიური ურთიერთობა რუსეთთან“, – განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ რუსეთს და თურქეთს სჭირდებათ ერთმანეთი ყველა სფეროში.