რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 31 მარტს დაგეგმილი არჩევნები იქნება ბოლო არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 31 მარტს დაგეგმილი არჩევნები იქნება ბოლო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„ეს ჩემთვის ფინალურია, კანონით მონიჭებული მანდატის მიხედვით, ჩემი ბოლო არჩევნებია. ის შედეგი, რომელიც დადგება, მემკვიდრეობით გადავა ჩემს დებსა და ძმებზე, რომლებიც ჩემს შემდეგ მოვლენ “, – ამბობს ერდოღანი.
ორი ათეული წელია, რაც რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთს მართავს.