რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის განცხადება „ტყუილზეა დაფუძნებული“
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბოლო განცხადება 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით „ტყუილზეა დაფუძნებული“ და „დეზინფორმაციაა“. ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah წერს.
„ბატონმა ბაიდენმა უნდა ისწავლოს და იცოდეს სომხების შესახებ ისტორია. ჩვენთვის შეუძლებელია საკუთარი თავის ინფორმირებამდე თურქეთის წინააღმდეგ გაკეთებული ამ ბრალდებების პატიება“, – განაცხადა ერდოღანმა ანკარაში მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ.
24 აპრილს ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიაში 1915-1923 წლებში ჩადენილ სომეხთა მასობრივი მკვლელობის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნული მოვლენები კიდევ ერთხელ მოიხსენია გენოციდად.
„1915 წლის 24 აპრილს ოსმალეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა სომეხი ინტელექტუალები და საზოგადო მოღვაწეები კონსტანტინოპოლში. ასე დაიწყო სომეხთა გენოციდი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მასობრივი სისასტიკე. დღეს ჩვენ გვახსოვს მილიონნახევარი სომეხი, რომლებიც გაადეპორტეს, დახოცეს ან სასიკვდილოდ გაგზავნეს განადგურების კამპანიის მსველობისას და ვგლოვობთ ამდენი სიცოცხლის ტრაგიკულ დაკარგვას“, – აღნიშნული თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბაიდენის განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად გასულ წელს აღიარა.