რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20 აგვისტოს ბუდაპეშტში ჩავა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20 აგვისტოს ბუდაპეშტში ჩავა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიწვევით 20 აგვისტოს ბუდაპეშტში ჩავა.

ვიზიტის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 20 აგვისტოს უნგრეთი წმინდა სტეფანეს დღესასწაულს – უნგრეთის სახელმწიფოს დაარსების დღეს აღნიშნავს.

უნგრეთის მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის ცნობით, ერდოღანსა და ორბანს შორის მოლაპარაკებები შეეხება უსაფრთხოების, თავდაცვის, მრეწველობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს.

თურქეთის პრეზიდენტი ბუდაპეშტს ბოლოს 2019 წლის შემოდგომაზე ეწვია.