რეგიონული თეატრების მერვე საერთაშორისო ფესტივალი 8 აგვისტოს ფოთში დაიხურება
რეგიონული თეატრების VIII საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. ფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე სენაკისა და ფოთის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით იმართება.
ფესტივალში, რომლის პროგრამაც ძირითადად ომის თემატიკას ეძღვნება, წელს 13 ქართული და უცხოური თეატრალური დასი იღებს მონაწილეობას. ფესტივალის წლევანდელი გზავნილია – #არაომს.
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“, სამხატვრო ხელმძღვანელია ნინელი ჭანკვეტაძე, დირექტორი კი, თენგიზ ხუხია.
რეგიონული თეატრების VIII საერთაშორისო ფესტივალი 8 აგვისტოს ფოთში დაიხურება.