„რეგიონული ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, ტყვიით დაშავებული ორივე პაციენტისთვის თვალის შენარჩუნება მოხერხდა
ტყვიით დაშავებულ ორ პაციენტს თვალზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, საბედნიეროდ ორივე შემთხვევაში თვალის შენარჩუნება მოხერხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „რეგიონული ჰოსპიტალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავრცელებს.
„რეგიონულ ჰოსპიტალს მთელი ღამის განმავლობაში ურთულეს რეჟიმში უწევდა მუშაობა და ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა.
ტყვიით დაშავებულ ორ პაციენტს თვალზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. საბედნიეროდ ორივე შემთხვევაში თვალის შენარჩუნება მოხერხდა. ჰოსპიტლის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ექიმებმა მიშა ომანაძემ, რეზი ომანაძემ და ნინო ბერაძემ თავდაუზოგავად იმუშავეს“, – წერს გიორგი ნიორაძე.
ამასთან „რეგიონული ჰოსპიტალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მადლობას უხდის მედპერსონალს ოპერაციის წარმატებით დასრულებისთვის.