რეგიონებში სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად 5 მილიონი ლარი გამოიყოფა
რეგიონებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის 5 მილიონი ლარი გამოიყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა
მისი ინფორმაციით, აღნიშნული თანხა ოზურგეთის, ტყიბულის, საჩხერის, ქუთაისის, წალენჯიხის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება.
“ეს თანხები სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციას მოხმარდება. საუბარია საცხოვრებელ სახლებზე, მრავალბინიან კორპუსებზე, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე, ასევე საფეხმავლო და საავტომობილო ბაგირებზე, ნაპირასამაგრ ნაგებობებზე და ა.შ.“, – განაცხადა პრემიერმა.