რეგიონებში, 30 ლოკაციაზე გადამხდელებს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი მოემსახურება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი 2-25 აპრილს გადასახადის გადამხდელებს 30 ლოკაციაზე მოემსახურება.
უწყების ინფორმაციით, მოძრავი სერვისცენტრის მომსახურება იმ რეგიონებში განხორციელდება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.
მოძრავი სერვისცენტრი RS CAR აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.