რეჟისორი მარიამ ჭაჭია ჩინეთში, დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს
რეჟისორი მარიამ ჭაჭია ჩინეთში, დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს

ქართველი რეჟისორის, მარიამ ჭაჭიას დოკუმენტური ფილმი „მოუსმინე სიჩუმეს“ ჩინეთში დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფორუმისა და ფესტივალის iDOCS-ის წლევანდელ რჩეულ ფილმებს შორის მოხვდა. ინფორმაცის კინო ცენტრი ავრცელებს.

მარიამ ჭაჭია და ფილმის პროდიუსერი ნიკ ვოიგთი პეკინში უკვე გაემგზავრნენ. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება ღია დისკუსია. ამასთან, ფესტივალზე გამართული ფორუმის ფარგლებში მარიამ ჭაჭია და ნიკ ვოიგთი ადგილობრივი აუდიტორიისთვის სემინარსა და ვორქშოფს ჩაატარებენ.

iDOCS-ი პირველი დამოუკიდებელი დოკუმენტური კინოს ფესტივალია ჩინეთში, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით 20 საუკეთესო დოკუმენტურ ფილმს ირჩევს.