რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი შვიდწლიანი აკრძალვის შემდეგ კანის კინოფესტივალზე ბრუნდება
რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი შვიდწლიანი აკრძალვის შემდეგ კანის კინოფესტივალზე ბრუნდება

დანიელი რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი 7 წლიანი აკრძალვის შემდეგ კანის კინოფესტივალზე ბრუნდება. ინფორმაციას hollywoodreporter ავრცელებს.

სკანდალური რეჟისორის ფილმი The House That Jack Built სერიული მკვლელის ისტორიას მოგვითხრობს.

ფილმში მთავარ როლებს მეთ დილონი და უმა თურმანი ასრულებენ. რეჟისორის თქმით, გადაღების დროს მისი “შთაგონების წყარო” დონალდ ტრამპი იყო.

შეგახსენებთ, რომ ტრიერი კანის კინოფესტივალზე პერსონა ნონ გრატად 2011 წელს გამოაცხადეს, მას შემდეგ, რაც ფილმ “მელანქოლიას” პრესკონფერენციის რეჟისორმა საკუთარ თავს ნაცისტი უწოდა და თქვა, რომ ჰიტლერის ესმის.

ტრიერმა ბოდიში მალევე მოიხადა, თუმცა ფესტივალმა მას აკრძალული პერსონის სტატუსი მიანიჭა.