რეჟისორი ელენე ნავერიანი რივიერას საერთაშორისო კინოფესტივალზე ახალი ჯილდოს მფლობელი გახდა
ქართველი რეჟისორი ელენე ნავერიანი რივიერას საერთაშორისო კინოფესტივალზე ახალი ჯილდოს მფლობელი გახდა.
სადებიუტო ნამუშევრისთვის „მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე“ ელენე ნავერიანმა საუკეთესო რეჟისორული ხედვისთვის რივიერას საერთაშორისო კინოფესტივალზე მეორე პრემია დაიმსახურა.
ფესტივალი იტალიის ქალაქ სესტრი-ლევანტეში 2016 წლიდან იმართება.
გასულ წელს ფილმმა პორტუს მე-3 საერთაშორისო ქვიარ კინოფესტივალზე, საუკეთესო ფილმის ნომინაციაშიც გაიმარჯვა.
„მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე“ საქართველო-შევიცარიის ერთობლივი ნამუშევარია.
ფილმის ქართული პრემიერა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.