რეჟისორ დავით ანდღულაძეს სტამბოლიდან სავარაუდოდ რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ
ცნობილ ქართველ რეჟისორს, დავით ანდღულაძეს სტამბოლიდან თბილისში სავარაუდოდ რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ. ინფორმაციას პირველ არხს რეჟისორის ახლობლები უდასტურებენ.
მათივე ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს საჭირო პროცედურების მოწესრიგება, რომელშიც საგარეო უწყებაა ჩართული.
დავით ანდღულაძე 64 წლის ასაკში 19 დეკემბერს პარიზში გარდაიცვალა.
დავით ანდღულაძე 1982-1985 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში რეჟისორად; 1985 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი. მარჯანიშვილის თეატრში მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპექტაკლი იყო „გრაალის მცველნი“. წლების განმავლობაში იყო ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; „რკინის თეატრის“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, „ხელოვნების ცენტრის“ დამფუძნებელი და დირექტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.