რეანიმატოლოგის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მცირეხნიანი გონების კარგვა, ახლა არის აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში და კონტაქტური
რეანიმატოლოგის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მცირეხნიანი გონების კარგვა, ახლა არის აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში და კონტაქტური

რეანიმატოლოგი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც რეანიმატოლოგმა აღნიშნა, იყო მცირეხნიანი გონების კარგვა, რომელიც ახლა არის აღდგენილი, პაციენტი არის აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში, ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში.

„იყო სინკოპეს ეპიზოდი. მე დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი და ასეთი რამ მოხდა შემთხვევით. თუმცა, ხანმოკლე, მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. მე ვარ კონსულტაციისთვის მოსული დღეს პაციენტთან. მთხოვეს და მოვედი. პაციენტთან მორიგეობს ყოველდღე რეანიმაციული ჯგუფი და მიიღებდა სათანადო მკურნალობას. პაციენტი კიდევ მოითხოვს გამოკვლევებს, უამრავი კვლევაა გაგზავნილი ლაბორატორიული, ახლა ინსტრუმენტულ კვლევებსაც ჩავუტარებთ სრულყოფილად. მეც პირადად აქედან არ წავალ, ვიდრე ყველაფერი არ დასრულდება და მერე უფრო დეტალურად გეტყვით. ახლა აბსოლუტურად კონტაქტურია. მე დღეს ვბრუნდები ჩემს კლინიკაში, აქ მოსული ვარ როგორც კონსულტანტი. მე მას ვიცნობ დიდი ხანია, მპასუხობს ყველა კითხვაზე“, – განაცხადა ექიმმა.