ზაფხულის სატრანსფერო დახურვის შემდეგ პორტალმა Transfermarkt-მა გამოაქვეყნა მსოფლიო ფეხბურთში 100 ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობების მქონე კლუბების რეიტინგი.
სიაში პირველი ადგილი უკავია მადრიდის „რეალს“, რომლის მოთამაშეთა ჯამური საბაზრო ღირებულება შეადგენს 1.4 მილიარდ ევროს.
მეორე ადგილზეა ლონდონის „არსენალი“ (1,33 მილიარდი ევრო), მესამეზე – „მანჩესტერ სიტი“ (1,23 მილიარდი).
ტოპათეულში ასევე აღმოჩდნენ: „ლივერპული“ (1,12 მლრდ), „ბარსელონა“ (1,11 მლრდ), „ჩელსი“ (1,08 მლრდ), „პარი სენ-ჟერმენი“ (1,08 მლრდ), „ბაიერნი“ (905 მილიონი), „ტოტენჰემი“ (891 მლნ) და „მანჩესტერ იუნაიტედი“ (748 მლნ).