მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ძველებურად დაინტერესებულია “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდთან ნეიმართან კონტრაქტის გაფორმებით, – ირწმუნება Mundo Deportivo.
როგორც ირკვევა, პერესმა უკვე გამართა მოლაპარაკებები ბრაზილიელის მამასთან მომავალი ტრანსფერის თაობაზე.
აღნიშნავენ, რომ “რეალის” სურვილია – ნეიმარი მადრიდელთა რიგებში გადავიდეს კრიშტიანუ რონალდუს კონტრაქტის ამოწურვისთანავე, რაც 2021 წლის ზაფხულში მოხდება. თუმცა, “რეალში” წინააღმდეგი არ იქნებიან, თუ ტრანსფერი უფრო ადრე შედგება.
თავის მხრივ, პსჟ არ არის დაინტერესებული ნეიმარის ტრანსფერზე დაყენებით. 25 წლის ბრაზილიელს პარიზულ გუნთან 2022 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი.