"რეალმა" ბასკონიასთან" ანგარიში გაათანაბრა, შენგელიას ხუთი ქულა ჰქონდა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა. მადრიდის “რეალმა” შინ რევანში აიღო “ბასკონიასთან” პირველ მატჩში წაგებისთვის და ორი შეხვედრის შემდეგ, ანგარიშია – 1:1.
თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც 52:52 დასრულდა, “რეალმა” მესამე მეოთხედში თითქმის გადაწყვიტა მატჩის ბედი. ეს ათწუთეული მადრიდელებმა 23:5 გაქცევის წყალობით, 31:13 მოიგეს და 18 ქულით დაწინაურდნენ. მეოთხე მეოთხედში “ბასკონიამ” სცადა მეტოქის დაწევა, მაგრამ მხოლოდ შვიდ ქულამდე შეძლო სხვაობის შემცირება.
ამჯერად, არ წაუვიდა თამაში “ბასკონიას” ქართველ ლეგიონერს თორნიკე შენგელიას, რომელმაც 15 წუთსა და 27 წამში 5 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.
სერია “ბასკონიას” მოედანზე გაგრძელდება.