ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარი გუნდის წინააღმდეგ აქციას გეგმავს. კონკრეტული სამიზნე „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი იქნება. ფანებისგან შემდგარი საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი ტური მატჩში სტვენის ატეხვას აპირებს, როცა მოედანზე რამოსი შემოვა. გუნდში არსებულ ნეგატიურ ატმოსფეროზე პასუხისმგებლობას ქომაგი სწორედ კაპიტანს აკისრებს.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ გამართული ბოლო 6 შეხვედრიდან მხოლოდ ერთის მოგება შეძლო. ბოლო ტურში კი „ბარსელონასთან“ 1-5 განადგურდა, რის შემდეგაც სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი ხულენ ლოპეტეგიმ დატოვა.