სერხიო რამოსი კარიერას თურქეთში გააგრძელებს #1TVSPORT

22:10, 25.08.2023
PARIS, FRANCE - JUNE 3:  Sergio Ramos #4 of Paris Saint-Germain in action during the Paris Saint-Germain V Clermont, French Ligue 1 regular season match at Parc des Princes on June 3, 2023, in Paris, France (Photo by Tim Clayton/Corbis via Getty Images)

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველი სერხიო რამოსი „გალათასარაის“ ინტერესთა სფეროში მოხვდა, – ამის შესახებ დაწერა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

თურქული კლუბი ახლოს არის ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერთან. მხარეებმა უკვე შეათანხმეს თანამშრომლობის პირობები.

უკვე მომდევნო კვირას რამოსი ოფიციალურად შეავსებს „გალათასარაის“ რიგებს. 37 წლის ესპანელისთვის მზად არის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე 10 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით და ერთი წლით გახანგრძლივენის პერსპექტივით.

სერხიო რამოსმა ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა „პარი სენ-ჟერმენი“. გასულ სეზონში მან პარიზულ კლუბში 45 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი