სერხიო რამოსმა შეიძლება თურქეთის ჩემპიონატში ითამაშოს #1TVSPORT
სერხიო რამოსმა შეიძლება თურქეთის ჩემპიონატში ითამაშოს #1TVSPORT

მადრიდის „რეალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილმა მცველმა, სერხიო რამოსმა, შესაძლოა, კარიერა თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელოს, – ამის შესახებ „ტვიტერში“ დაწერა თურქმა ჟურნალისტმა, ფათიჰ დემირქოლმა.

აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ჩემპიონი „გალათასარაი“ აპირებს ვეტერანი ესპანელით შეცვალოს დანიელი ვიქტორ ნელსონი, რომელიც „კრისტალ პალასში“ გადავიდა.

გასულ სეზონში სერხიო რამოსმა ლიგა 1-ში 33 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.