სპორტული კვლევების საერთაშორისო (CIES) ცენტრმა შეადგინა ყველაზე პოპულარული კლუბების რეიტინგი მთავარ სოციალურ ქსელებში (X, ინსტაგრამი, ფეისბუქი, TikTok-ი, YouTube-ი) გამომწერთა რაოდენობის მიხედვით.
კლასიფიკაციას სათავეში ჩაუდგა მადრიდის „რეალი“, რომელსაც სოციალურ ქსელებში, ჯამში, 470 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
- რეალი – 473,7 მლნ
- ბარსელონა – 427,4 მლნ
- მანჩესტერ იუნ – 233,6 მლნ
- პარი სენ-ჟერმენი – 199,4 მლნ
- მანჩესტერ სიტი – 179,5 მლნ
- იუვენტუსი – 174,9 მლნ
- ლივერპული – 166,7 მლნ
- ჩელსი – 152,9 მლნ
- ბაიერნი – 149,1 მლნ
- არსენალი – 114,1 მლნ