მადრიდის “რეალი” განიხილავს უელსელი ნახევარმცველის გარეთ ბეილის გაცვლის ვარიანტებს.
როგორც Don Balon წერს, მადრიდულ კლუბში იმედგაცრუებულნი არიან იმით, რომ ბრიტანელი ბევრ დროს ატარებს ლაზარეთში და იშვიათად თამაშობს ტრავმების გამო. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, განიხილება ბეილის გაყიდვის ვარიანტი.
უელსელის შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად სახელდება “ჩელსის” ნახევარმცველი ედენ აზარი. თურმე, მის კანდიდატურას მხარს უჭერს “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი.
გარდა ამისა, მადრიდელთა პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს სურს ქარიმ ბენზემას შეცვლა ჰარი კეინით ან პაულო დიბალათი, მაგრამ ზიდანი ფრანგის წასვლის წინააღმდეგია.