ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს ნაკრებში თამაშს შეძლებს
ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს ნაკრებში თამაშს შეძლებს

უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს სახელით ითამაშებს.

“საქართველოს მოქალაქეობის მიღება დიდი ხნის წინ გადავწყვიტე. თუმცა არ მსურდა, რომ ეს შესარჩევი ციკლის ბოლომდე მეთქვა, უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელისთვის იმედი რომ არ გამეცრუებინა. საწყენია, რომ ბოლო დროს უკრაინულ ფეხბურთში ბევრი პოლიტიკაა და ჩემს მიმართ ურთიერთობაც შეიცვალა. დარწმუნებული ვარ, ხალხი გამიგებს” – ამბობს 21 წლის ნახევარმცველი უკრაინულ გამოცემა “სპორტ-ექსპრესთან”.

ცნობილი გახდა, რომ ეს საკითხი ფიფაში განიხილეს და დაადასტურეს, რომ თუ ვაჩიბერაძე საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს, ნაკრებში მას თამაშის პრობლემა არ შეექმნება.

ბექა ვაჩიბერაძე ქუთაისში დაბადებულ-გაზრდილია, 15 წლის უკრაინაში წავიდა და ჯერ ოდესის “ჩერნომოპრეცში” თამაშობდა, შემდეგ დონეცკის ‘შახტარის” სარეზერვო გუნდში – ამ უკანასკნელის ფორმით 2015 წელს უეფას ახალგაზრდული ლიგის ფინალშიც ითამაშა. იყო უკრაინის 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში წევრი: 2015 წელს, ზესტაფონში გამართულ საქართველო-უკრაინის 21-წლამდელთა შეხვედრაში (3:3) ქართველთა კარში გოლიც გაიტანა.

ვაჩიბერაძე პირველი ფეხბურთელი არაა, რომელმაც ისტორიულ სამშობლოში თამაში ამჯობიდა. რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების მცველი იყო გია გრიგალავა, რომელმაც საქართველოს პასპორტი 2010 წელსდაიბრუნა. იგივე ნაბიჯი გადადგა 2016 წელს უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ვაკო გვილიამ, რომელიც ახლა საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველია.