რბოლა გამოდევნებით ქალებში ჰერმანმა მოიგო, კაცებში - პიდრუჩნიმ | ბიატლონი
რბოლა გამოდევნებით ქალებში ჰერმანმა მოიგო, კაცებში - პიდრუჩნიმ | ბიატლონი

შვედურ ქალაქ ესტერსუნდში მიმდინარე ბიატლონის მსოფლიო ჩემპიონატზე  ორი რბოლა გაიმართა – რბოლა გამოდევნებით ქალებში 10კმ-ზე და რბოლა გამოდევნებით კაცებში 12.5 კმ-ზე.

ქალებში დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება გერმანელმა დენიზ ჰერმანმა მოიპოვა, მეორე ადგილზე ნორვეგიელი ეკჰოფი გავიდა, მესამე კი გერმანელი დალმაიერი იყო.

კაცებში სენსაცია დაფიქსირდა – ყველასთვის მოულოდნელად რბოლაში უკრაინელმა დმიტრო პიდრუჩნიმ გაიმარჯვა. მან დაძაბულ ორთაბრძოლაში, წლევანდელ მსოფლიო თასის ლიდერს, ნორვეგიელმა ოიჰანეს ბოს აჯობა, მესამე კი ფრანგი მაიე იყო.

ესტერსუნდში სპორტსმენები დღეს ისვენებენ, ხვალ კი ქალებში ინდივიდუალური რბოლა 15 კმ-ზე.