სლოვენიურ ქალაქ პოკლიუკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბიატლონში რბოლა გამოდევნებით ქალებში 10 კმ-ზე გაიმართა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში, ნორვეგიელმა ტირილ ეკჰოფმა მოიგო. მეორე ადგილზე ავსტრიელი ლისა ჰაუსერი გავიდა, მესამე ადგილი კი ფრანგმა ანაის შევალიემ დაიკავა.
დღევანდელი მდგომარეობით მსოფლიოს საერთო ჩათვლას კაცებში 797 ქულით ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს, ქალებში კი პირველ ადგილს აქაც ნორვეგიის წარმომადგენელი ტირილ ეკჰოფი 737 ქულით იკავებს.
ზეგ, 16 თებერვალს, მსოფლიო ჩემპიონატზე პოკლიუკაში ინდივიდუალური რბოლა ქალებში 15 კმ-ზე გაიმართება.