რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს მისი უფლებამოსილების შეჩერების დოკუმენტი გადაუგზავნა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს მისი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ დოკუმენტი გადაუგზავნა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დე ფაქტო სახელმწიფოს მეთაური უფლებამოსილებას მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის თმობს. რაულ ხაჯიმბამ ვიდეომიმართვაც გაავრცელა.
პარალელურად, ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია დატოვეს, რომელსაც 9 იანვრის შემდეგ იკავებდნენ.