რატი იოთამიშვილი - მამუკა მდინარაძე არის პატიოსნების და პატრიოტიზმის მაგალითი, რაც არ უნდა იკადროს კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, შედეგი იქნება მხოლოდ ერთი, საკუთარ ფაშისტურ ბუნებას გვაჩვენებენ
ორ თვისებას ებრძვიან განსაკუთრებული სიმძაფრით, პატიოსნებას და პატრიოტიზმს, ცხადია, ეს შემთხვევითი არ არის, რადგან არაფერი იცავს ქვეყანას ისე ძლიერ, როგორც ეს ორი რამ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ ფაშისტურ ბუნებას აჩვენებს.
„მამუკა მდინარაძე არის პატიოსნების და პატრიოტიზმის მაგალითი, ესენი კი – ფაშიზმის და აგენტურის. სწორედ ამიტომ, რაც იკადრეს დღეს და რაც არ უნდა იკადროს კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა მედიამ ხვალ, შედეგი იქნება მხოლოდ ერთი, საკუთარ ფაშისტურ ბუნებას გვაჩვენებენ მხოლოდ და საკუთარ გარდაუვალ მარცხს ამარტივებენ“, – წერს იონათამიშვილი.