რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს პარალიმპიადა 2024-ის გაშუქებისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს პარალიმპიადა 2024-ის გაშუქებისთვის მადლობა გადაუხადა.
ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა პარალიმპიელების დახვედრის ცერემონიალზე განაცხადა.
„მე, თქვენი სახელით, მინდა, მადლობა ვუთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სპორტისა და კულტურის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თბილისის მერს, საზოგადოებრივ მაუწყებელს და ჩვენს გულშემატკივარს. ის გაცილება, რომელიც ფიცის დადების დღეს გვქონდა, ის გადაწყვეტილებები, რომლებმაც თანაბარი პირობები არა მხოლოდ პარაათლეტების, არამედ შშმ პირების მიმართ დაამკვიდრა, პირდაპირი ტრანსლაციები და თქვენი მხარდაჭერა, რომელსაც ამ დღეების მანძილზე ვგრძნობდით, იყო დამატებითი მოტივაცია და დღეს ამაყი ვართ, რომ არ გავაცრუეთ იმედები და შევძელით თქვენი და ჩვენი გულშემატკივრის გახარება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.