რატი იონათამიშვილი - ზურაბიშვილი ამნისტიის კანონს, რომელსაც ათასობით პატიმარი და პრობაციონერი ელოდება, ხელს არ აწერს, ეს არის სირცხვილი და უპასუხისმგებლობის მაგალითი
სალომე ზურაბიშვილი ამნისტიის კანონს, რომელსაც ათასობით პატიმარი და პრობაციონერი ელოდება, ხელს არ აწერს, ეს არის სირცხვილი და უპასუხისმგებლობის მაგალითი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
იონათამიშვილი საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„ნახევარი საათი ისაუბრა, უაზროდ და უშინაარსოდ. ვერც თავი გავიგეთ, რა უნდოდა და ვერც ბოლო. ამ დროს, ამნისტიის კანონს, ერთი კვირაა, ხელს არ აწერს. კანონს, რომელსაც ათასობით პატიმარი და პრობაციონერი ელოდება. ეს არის სირცხვილი და უპასუხისმგებლობის მაგალითი!“ – წერს იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.