რატი იონათამიშვილი - ყველაზე მძიმე ხვედრი, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, არის ის, რომ იყოს დამსმენი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
ყველაზე მძიმე ხვედრი, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, არის ის, რომ იყოს დამსმენი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იონათამიშვილს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხზე მოსმენაზე, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მოხსენებით წარდგება.
„მსგავს ადამიანებზე როცა ვამბობთ, რომ არიან უსამშობლოები, სწორედ აქ ვლინდება მათი უსამშობლო ბუნება. მეორე მხრივ, ასეთი დასკვნები არის ფარსი. შესაბამისად, ზეგავლენას ვერ მოახდენს ვერც დემოგრაფიულ განვითარებაზე და ვერც პროგრესზე, ამის როგორი საპირისპირო სურვილიც არ უნდა ჰქონდეთ მავანთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.